აჭარის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა მესამე მოსმენით განიხილეს პარლამენტში. საუბარია გრანტების მიღების უფლების მინიჭებაზე, რომელიც რეგიონის ხელისუფლებას აქამდე არ აქვს. ინიციატივა დღეს უმაღლესის საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძემ წარადგინა. დეპუტატებს შეკითხვები არ ჰქონიათ და დღის ბოლოს კენჭი უნდა უყარონ.