ლაშა დეკანაძე სასამართლომ მასობრივი არეულობის ნაწილში უდანაშაულოდ სცნო

28 ნოემბერი 2017, 00:00 3639 ნახვა

პროკურატურის მიერ ფაქტობრივად წაგებული საქმე – სახელმწიფო ბრალმდებელმა, რომელიც დღეს განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია, ლაშა დეკანაძის ბრალეულობა, წარდგენილი ბრალის მიხედვით ვერ დაამტკიცა. არასაკმარისი მტკიცებულებების გამო დეკანაძე ლევან გელოვანმა, გადაკვალიფიცირებული, მსუბუქი მუხლით დატოვა პატიმრობაში. მას პროკურატურა ჯგუფურ ძალადობას ედავებოდა, თუმცა მოსამართლემ ხულიგნობისთვის გაასამართლა.

იგი ერთადერთი იყო 11-12 მარტს დაკავებულებს შორის, რომელიც ბრალს არ აღიარებდა. მასთან ერთად პროკურატურა ჯგუფურ ძალადობას კიდევ 18 პირს ედავებოდა. ყველა მათგანთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. აქციის ორგანიზებას ედავებიან მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას, ბრალდებულების სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ისინი წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში