სასტუმრო ''ლეოგრანდის'' ადმინისტრაციამ, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი ოფიციალური კომენტარი გააკეთა. კომპანიის პოზიცია ადვოკატმა გაახმოვანა. სასტუმროს იურისტი კახაბერ წერეთელი ამბობს, რომ სასტუმროს ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობას არ გაურბის და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
იურისტის თქმით სასტუმროს მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხი, უსაფრთხოების ზომებთან მიმართებით, გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა.