ტურისტები ''ლეოგრანდიდან'' საკუთარი ნივთების გამოტანას ითხოვენ

25 ნოემბერი 2017, 00:00 4212 ნახვა

47 ტურისტი "ლეოგრანდიდან" საკუთარი ნივთების გამოტანას ითხოვს. ​ტურისტები ბათუმში რამდენიმე დღით ჩამოვიდნენ, ისინი სწორედ ამ სასტუმროში ისვენებდნენ. ხანძრის დროს შენობიდან სამაშველო სამსახურის დახმარებით გამოვიდნენ.

დამსვენებლები ამბობენ, რომ სასტუმროში ტანსაცმელი, ბილეთები, ფული და პასპორტები დარჩათ, თუმცა შენობაში ვერ შედიან. კომპანია "ჯორჯიან თრეველ გრუპს" წარმომადგენელი ვაჟა დიასამიძე ამბობს, რომ ძალოვანებს ეტაპობრივად შეყავთ ტურისტები შენობაში.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში