''ჰიგიენა 2009''-ის ხარჯები და შესრულებული სამუშაო – ჯენი კვანტალიანმა გადახედა, ამ შპს-ს სახელფასო ფონდსა და ბიუჯეტიდან გათვალისწინებულ საკომუნიკაციო ხარჯებს. აღსანიშნავია, რომ ეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, თავის დროზე რეგიონში ნაგავსაყრელის მშენებლობის მიზნით შეიქმნა, თუმცა ეს პროცესი ამ დრომდე არაა დაწყებული.
შპს წლის დასაწყისში მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში, მაშინ როდესაც, მისი უკვე ყოფილი დირექტორი 5 მილიონი ლარის მითვისების ბრალდებით დააკავეს. დღეს, “ჰიგიენა 2009”-სთან დაკავშირებით “მთავარის” კითხვებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა არ უპასუხა.