ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 51-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. პატრიარქის ნათლული კიდევ 670-მდე ბავშვი გახდება. ამ დროისთვის უწმინდესს უკვე 33 ათას 236 ნათლული ჰყავს.
ნათლობის დასრულების შემდეგ კი დაახლოებით ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს კათოლიკოს-პატრიარქი და ნათლულებს დალოცავს. ჩვილთა საყოველთაო ნათლობის პირველად 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. მისი მიზანი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.