ექსპერტების შეფასება სპეცოპერაციაზე

22 ნოემბერი 2017, 00:00 2983 ნახვა

ისანში ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციას მთელი დღეა აფასებენ ექსპერტები. მამუკა არეშიძე ამბობს, რომ სპეცოპერაციის დაწყებისას არ იყო მოულოდნელობის ეფექტი, რის გამოც ბინაში მყოფები სათანადოდ მოემზადნენ.

მისივე თქმით საქართველოში იარაღის შემოტანა ძალზე ადვილია, რადგან რეგიონში რამდენიმე უკონტროლო და ცხელი ზონაა, სადაც დიდი რაოდენობის უკონტროლო იარაღია თავმოყრილი. რაც შეეხება სპეცოპერაციის შედეგებს, არეშიძემ თქვა, რომ სპეცრაზმელებმა წინასწარ დაიწყეს მოსახლეობის გაყვანა. ეს კი იმის ნიშანი იყო, რომ რაღაც მზადდებოდა. „მიხვდნენ ისინი, ამიტომაც მოემზადნენ შესაბამისად“.

ამავე კატეგორიაში