გიორგი კვირიკაშვილი - "ვისაც არ ეზარება ყველა ექსპერტი გახდა ამ საკითხებში"

22 ნოემბერი 2017, 00:00 2184 ნახვა

"ვისაც არ ეზარება ყველა ექსპერტი გახდა ამ საკითხში" - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ჟურნალისტებთან თბილისში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადებები.

 "იყო საუბარი, ქალაქის ცენტრში როგორ აღმოჩნდა იარაღი და დამნაშავეების ჯგუფი,  ბუნებრივია ისინი დღეს არ აღმოუჩენიათ და წინასწარ იყო ინფორმაცია. დღეს ყველა ექსპერტი გახდა ამ საკითხებში, კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა დასრულდეს ეს სპეკულაციები და უნდა მოვიქცეთ ღირსეულად" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა დაკავებული პირების ვინაობის შესახებ არ გააკეთა კომენტარი. "არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან. არავითარ შემთხვევაში მათ ეროვნებას და მოქალაქეობრივ კუთვნილებას ხაზი არ უნდა გავუსვათ, ფაქტია, რომ მათ მშვიდობიან მოწოდებაზე, რომ ჩაბარებოდნენ პოლიციას, უპასუხეს სროლით. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ყველანაირი ეჭვი, რომ შეიძლებოდა გაცილებით უარესი შედეგი ყოფილიყო, აბსოლუტურად დასაბუთებულია“, - განაცხადა პრემიერმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი