ხვალიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს. ინფორმაციას „რესპუბლიკის“ ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
23 ნოემბერს „რესპუბლიკაში“ სიმამაცისა და სახალხო ერთიანობის დღე აღინიშნება, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა კი სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარების პერიოდში უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება.