დაპირისპირება და ხმაური ბორჯომის საკრებულოში

21 ნოემბერი 2017, 00:00 2916 ნახვა

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა გუშინ  ბორჯომში საკრებულოს სხდომა.  დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიზეზი დღის წესრიგი გახდა, რომლითაც საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა გათვალისწინებული არ იყო.

ოპოზიცია  სხდომის შეჩერებას და დღის წესრიგში საკითხის დამატებას ითხოვდნენ. კოლეგების პოზიციას არ იზიარებდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები. მათი თქმით, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი, მომავალი სხდომისთვის უნდა გადადებულიყო.

ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ  სხდომაზე, რამდენიმე დეპუტატი შეუძლოდაც გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების მობილიზება გახდა საჭირო. რამდენიმე დეპუტატი  ფიზიკურადაც  დაუპირისპირდა ერთმანეთს,  რის  გამოც ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი