კარანტინი ქათმის გრიპის გამო

20 ნოემბერი 2017, 00:00 5088 ნახვა

სამხრეთ კორეის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვეყანაში ყველა მეფრინველეობის ფერმაში კარანტინი გამოაცხადა. ამის მიზეზი „ქათმის გრიპის“ გავრცელების საშიშროებაა. ვირუსი უკვე დაფიქსირდა რამდენიმე ფერმაში, რომლებშიც უკვე გაანადგურეს 12 ათასი  300 ფრთა ფრინველი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, „ქათმის გრიპი“ ფრინველების ინფექციურ-ვირუსული დაავადებაა, რომელიც ხშირად სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და ფრინველების სიკვდილს იწვევს. ზოგჯერ ვირუსი ადამიანებსა და სხვა ცხოველებზეც ვრცელდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი