შავი ზღვის სანაპიროზე ტემპერატურა, მომდევნო ორი დღე, კიდევ უფრო მაღალი იქნება.
ხვალ და ზეგ, ქვეყნის ტერიტორიის დასავლეთ ნაწილზე, ინტენსიურად გავრცელდება თბილი და მშრალი ჰაერის მასები, რის ფონზეც დასავლეთის დაბლობზე და სანაპირო კურორტებზე ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს და +25 გრადუსამდე დათბება.
პერიოდულად გაძლიერდება აღმოსავლეთის ქარი ზოგან 20-25 მეტრ წამამდე.
ფოტო: დავით ტრაპაიძე