აჭარის დელეგაციის ვიზიტი

16 ნოემბერი 2017, 00:00 2964 ნახვა

აჭარის სამთავრობო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები ართვინში, რიზესა და ტრაპიზონში.
 

ზურაბ პატარაძე უკვე შეხვდა ართვინის გუბერნატორს. დღესვე ქართულ  დელეგაციას მერიაში უმასპინძლებენ, დაგეგმილია აუდიენცია სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ბიზნეს-სექტორთან.

პროგრამის მიხედვით, რიზეს უნივერსიტეტში, ქართული ენის ფაკულტეტის წარმომადგენლებთან, რექტორსა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ გამოფენა და კონცერტი გაიმართება. ვიზიტი ხვალ ტრაპიზონში დასრულდება. თურქეთში იმყოფებიან განათლების და ეკონომიკის მინისტრები, ასევე ბათუმის ახლადარჩეული მერი.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი