ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, არსებული რისკები და გამოწვევები, რუსული პროპაგანდა და ოკუპირებული რეგიონები - დღეიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერი, ყოველ ოთხშაბათს ამ თემების ანალიტიკას დაეთმობა.
"კონტექსტი" დღეს 22:00 საათზე გავა ეთერში. გადაცემის ძირითადი თემატიკა უსაფრთხოებას და ჰიბრიდულ საფრთხეებს დაეთმობა. წამყვანი ირაკლი ტაბლიაშვილი იქნება, ხოლო ჟურნალისტი გიორგი წეროძე.