ეროვნული ვალუტის დევალვაცია გრძელდება. არსებული კურსის მიხედვით ერთი ამერიკული დოლარის ყიდვა 2 ლარად და 67 თეთრად შეგეძლებათ. მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
არჩილ მესტვირიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმია და ამ ბაზრისთვის ეს ცვალებადობა დამახასიათებელია. ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განცხადებები კეთდება პარლამენტშიც.