რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

15 ნოემბერი 2017, 00:00 3713 ნახვა

კატასტროფა განიცადა სამგზავრო თვითმფრინავმა  რუსეთში. იგი ასაფრენ ბილიკზე დაშვების მეორე მცდელობისას ჩამოვარდა.  ბოლო ინფორმაციით,  თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის  ორი წევრი და 7 მგზავრი იმყოფებოდნენ.  

დაიღუპა 8 ადამიანი. ავიაკატასტროფას  მხოლოდ სამწლინახევრის ბავშვი გადაურჩა.  გოგონა ვერტმფრენით რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავიაკატასტროფის სამ ვერსიაზე მუშაობს: ამინდის არახელსაყრელი პირობები, პილოტების შეცდომა და ტექნიკური გაუმართაობა.  ჩამოვარდნის წინ თვითმფრინავი ჰაერში  ამოტრიალდა, შემდგომ კი ტყეში ჩამოვარდა.  სამგზავრო თვითმფრინავი ქალაქ ხაბაროვსკიდან ნელკანში მიფრინავდა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი