პრემიერს არჩევნებში კენჭისყრისას თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება

23 ივნისი 2016, 00:00 3120 ნახვა

პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისას და დეპუტატობის კანდიდატად დარეგისტრირებისას თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება. “საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა 79 ხმით, ერთის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით დაამტკიცა. მოქმედი კანონის თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, პრემიერ-მინისტრი ვალდებული იყო დაკავებული თანამდებობა დაეტოვებინა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში