''სამართლიანი არჩევნების'' შეფასება

13 ნოემბერი 2017, 00:00 2502 ნახვა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაცია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს ქუთაისის, მარტვილის, ოზურგეთის, ხაშურის, ბორჯომისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქების ყველა საარჩევნო უბანზე დააკვირდა.

„სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებზე დაყრდნობით, ხმის დათვლის პროცესმა დარღვევების გარეშე ჩაიარა საარჩევნო უბნების 99.7%-ზე, რაც სტატისტიკურად არ განსხვავდება პირველი ტურის მონაცემისგან. გამონაკლისს წარმოადგენდა ოზურგეთის #59 საარჩევნო უბანი დაბა ნასაკირალში, სადაც მათი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა უბანზე არეულობის მოწყობისა და ამ მიზეზით უბნის შედეგების გაბათილების მიზანმიმართულ მცდელობას. ორგანიზაციამ ინფორმაცია დამკვირვებლების 99.7%-ისგან მიიღო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი