საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში

13 ნოემბერი 2017, 00:00 3257 ნახვა

საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები საქართველოს მთავრობაში. რეორგანიზაციის შედეგად 17 სამინისტროს ნაცვლად 13 იქნება. შეიცვალნენ მინისტრებიც. თანამდებობები დატოვეს გიორგი მღებრიშვილმა და ალექსანდრე ჯეჯელავამ. გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს უხელმძღვანელებს, რომელიც პრემიერს დაექვემდებარება, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიაა წარდგენილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას  თსუ-ს პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს, ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძეა წარდგენილი, გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე კი ლევან დავითაშვილი. კულტურის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი, რომელსაც  მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს. ეკონომიკის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთიანდება ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი, გაერთიანებულ უწყებას კი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. თანამდებობას ინარჩუნებს მიხეილ ჯანელიძე-საგარეო საქმეთა მინისტრი

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი