ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების მინისტრის პოსტს ტოვებს

13 ნოემბერი 2017, 00:00 4874 ნახვა

ალექსანდრე  ჯეჯელავა განათლების მინისტრის პოსტს ტოვებს და მას მიხეილ ჩხენკელი ჩაანაცვლებს. ცვლილებების შესახებ დღეს პრემიერმა ისაუბრა. 

"განათლებასა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და ამ პოსტს მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს" - განაცხადა პრემიერმა. 

გიორგი კვირიკაშვილს არ უთქვამს იქნება თუ არა ჯეჯელავა მმართველი გუნდში სხვა თანამდებობაზე, პრემიერმა აქცენტი ახალ მინისტრობის კანდიდატზე გააკეთა. "მიხეილ ჩხენკელი დღეს თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია და მას კარგად იცნობენ აკადემიურ წრეებში. ის პროფესიით მათემატიკოსია. მან შეერთებულ შტატებში დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა. 0 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში, მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის. მათ შორის პენსილვანიის უნივერსიტეტის არაერთი ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის. ის კითხულობს ლექციებს და მას მჭიდრო კავშირი აქვს მრავალ წამყვან უნივერსიტეტებთან" - განაცხადა პრემიერ მინსტრმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი