აჭარის მთავრობის პოზიცია

22 ივნისი 2016, 00:00 3631 ნახვა

საკითხზე აჭარის მთავრობამ არჩილ ხაბაძის პოზიცია გაავრცელა. ციტატა:ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა გონიოს საკითხი მოგვარდეს ისე, რომ სახელმწიფოს და ქვეყნის ინტერესები გათვალისწინებული იყოს. სამი წლის განმავლობაში ჩვენ რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ მოსახლეობას, თუმცა უშედეგოდ. ახლა ვმუშაობთ ბოლო ვარიანტზე, რომელიც სავარაუდოდ მათთვის მისაღები იქნება. მაგრამ მე მინდა დავაფიქსირო, რომ საკრებულოსთან არსებობს მიწის საკუთრების აღიარების კომისია, რომელმაც უნდა გადაჭრას ეს საკითხი და საკრებულომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. უნდა იქნას განხილული წინა ხელისუფლების დროს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი. ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და ამ ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღდგენის შემთხვევაში ტერიტორია აუცილებლად დარჩება არქეოლოგიურ ზონად. განაშენიანების კოეფიციენტი იქნება მხოლოდ 0,3. ნებისმიერ შემთხვევაში მიწები დარჩება სასოფლო-სამეურნეო მოხმარებისთვის. სახელმწიფოს დარჩება უფლება, ნებისმიერ დროს შევიდეს ნაკვეთში და დაიწყოს არქეოლოგიური სამუშაოები. ნებისმიერი შენობის ჩადგმა იქნება კატეგორიულად აკრძალული. თუ საკრებულომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, ჩემი მოთხოვნა იქნება, რომ ყოველგვარი თვითნებურად ჩადგმული შენობა-ნაგებობა გონიოს არქეოლოგიურ ზონაში იქნას აღებული. თუ არ მოხდება შენობების დემონტაჟი, მაშინ დაჯარიმდება ობიექტის მფლობელი და გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად მოხდება აღმასრულებლების ჩართვა. გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული და პროცესი დაიძრას”.

ამავე კატეგორიაში