ცენტრალური აფრიკის ევროკავშირის მისიას ქართველები შეუერთდებიან

22 ივნისი 2016, 00:00 3543 ნახვა

85 არცერთის წინააღმდეგ. პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში საქართველოდან სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნას. პრეზიდენტის ბრძანება ირინა იმერლიშვილმა წარადგინა. დღეისათვის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მრჩეველთა მისიის სწრაფი რეაგირების ჯგუფში ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში კი, მისიას ოცი ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეუერთდება. 

ამავე კატეგორიაში