ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა

06 ნოემბერი 2017, 00:00 4422 ნახვა

86 წლის ასაკში ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა. ის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა. 

ქართველი პოეტი ათობით კრებულის ავტორია. ჯანსუღ ჩარკვიანის პირველი ლექსი 1947 წელს გამოქვეყნდა. 1959 წელს გამოვიდა პოეტის პირველი წიგნი „ერთი ღამის სიჩუმეში”. 1991-1993 წლებში გამოიცა მისი თხზულებათა ორტომეული. პოეტის ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე.

1962-63 წლებში იყო ჟურნალ „ცისკრის” პასუხისმგებელი მდივანი, 1963-67 წლებში – ჟურნალ „დილას” მთავარი რედაქტორი. 1977-87 წლებში – საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, ჟურნალ „დროშას” მთავარი რედაქტორი. იყო მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს” დირექტორი, საზოგადოება „თბილისელის” პრეზიდენტი.

ჯანსუღ ჩარკვიანს 1978 წელს  გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, ხოლო 1983-84 წლებში გამოქვეყნებული ლექსების ციკლისთვის  შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. არის ღირსების ორდენის კავალერი.

1995 და 1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი