მედეა ვასაძის ბრიფინგი

22 ივნისი 2016, 00:00 4288 ნახვა

უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ბრალდებულები გიორგი პაპიძე და კარლო სურგულაძე უკანონოდ დააკავეს. მედეა ვასაძის თქმით, ის დაკავების ადგილის მიმდებარედ სათვალთვალო კამერით აღჭურვილი ობიექტის თანამშრომლებს და თვითმხილველებს ესაუბრა. რის საფუძველზეც, ვარაუდობს, რომ ნივთმტკიცებად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული ნივთიერებები ბრალდებულებს არ ჰქონიათ. მედეა ვასაძე შესაბამის სამსახურებს ფაქტზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. გიორგი პაპიძე და კარლო სურგულაძე 27 მაისს ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში დააკავეს.

ამავე კატეგორიაში