ოთხწლიანი მუშაობა შეაჯამეს ქობულეთში. საკრებულოში, ამ მოწვევის დეპუტატების მონაწილეობით დღეს ბოლო სხდომა ჩატარდა. როგორ აფასებენ ოპოზიციასა და მმართველ გუნდში მიღებულ გადაწყვეტილებებს? სოფო მაკარაძე მოგვიყვება.
აქვე გეტყვით, რომ ისევე როგორ გასულ სხდომებზე, დღესაც აქტიური იყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.” მათ დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთ-ერთი საკითხი, დღეს ბოლო სხდომაზეც გააკრიტიკეს. ქობულეთის საკრებულოს, რეგიონში ყველაზე მეტი დეპუტატი ჰყავს, ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისად ქობულეთის ცენტრში მანდატების რაოდენობა გაიზარდა, შესაბამისად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თვითმმართველობის საქმიანობაში 35-ის ნაცვლად 37 დეპუტატი იქნება ჩართული.