''თავისუფლება უკანონო პატიმარს'' - აქცია პროკურატურასთან

03 ნოემბერი 2017, 00:00 5483 ნახვა

მოწოდებებით "თავისუფლება უკანონო პატიმარს'' "არა ჩადებას", დაკავებული რაულ შარაძის ახლობლებმა  პროკურატურასთან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით,  რაულ შარაძე მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს უკანონოდ დააკავეს. დაკავებულის ოჯახის  წევრების თქმით,   სამართალდამცველებმა მას ნარკოტიკი ჩაუდეს.
  
    შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რაულ შარაძე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 და მე-3 ნაწილებით დააკავეს. ნარკოტიკული საშუალებები პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას ამოიღეს. შარაძე წარსულში, რამდენიმე სხვა ბრალდებით  ნასამართლევია.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი