ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ინფრასტრუქტურული ღონისძიების ჩატარების პარალელურად, კონკურსი გამოაცხადა დეკანის პოზიციაზე. 4 ფაკულტეტის დეკანი არჩევნების წესით შეირჩევა, რომელიც 14 დეკემბერს ჩატარდება.
თუკი, რომელიმე კონკურსანტმა შედეგები არ გაასაჩივრა გამარჯვებული კანდიდატი იმ დღესვე გამოვლინდება. კონკურსი გამოცხადდა რამდენიმე ფაკულტეტზეც. დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველმა შესაბამისი განცხადებითა და დოკუმენტაციით უმაღლეს სასწავლებელს უნდა მიმართოს. კონკურსი გუშინ გამოცხადდა, რის შემდეგაც 4 ფაკულტეტის დეკანი მოვალეობის შემსრულებლები გახდნენ.
დეკანს უმაღლესი სასწავლებელი 4 წლის ვადით ირჩევს. ვაკანტურია უმაღლეს სასწავლებელში დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებში რამდენიმე პოზიციაც, რომელთა დასაკავებლად რეგისტრაცია 79 მსურველმა გაიარა.