რეგულაციები საბავშვო ბაღებისთვის

31 ოქტომბერი 2017, 00:00 3350 ნახვა

დღესვე საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა 4 ნორმატიული აქტი, რომლებიც საბავშვო ბაღებს ეხება. განისაზღვრა, სკოლამდელ დაწესებულებებში ქცევისა და ეთიკის ნორმები, შიდა და გარე მონიტორინგის წესები და დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

დირექტორს უმაღლეს განათლებასთან ერთად, სხვადასხვა უნარის ფლობა მოეთხოვება, ასევე იგი არ უნდა იყოს ნასამართლევი განზრახ დანაშაულის ჩადენაში. სწორედ ამ საკითხს მოჰყვა დეპუტატთა აზრთა სხვადასხვაობა. რაც შეეხება დირექტორის არჩევის წესს, ლამზირა ბოლქვაძის განცხადებით, კონკურსის წესით მას მერია ან დამოუკიდებელი იურიდიული პირი შეარჩევს. 4 აქტიდან სამი, დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების გარდა, კერძო ბაღებზეც გავრცელდება.
 

დღემდე სკოლამდელ დაწესებულებებს გამგეები ხელმძღვანელობენ. რაც შეეხება ბაღების მონიტორინგს, აკმაყოფილებენ თუ არა ისინი, ავტორიზაციით დადგენილ კრიტერიუმებს, შიდა შემოწმება ყოველთვიურად მოხდება. გარე მონიტორინგი კი წლის ბოლოს განხორციელდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი