შეღავათები პედაგოგებისთვის

31 ოქტომბერი 2017, 00:00 3049 ნახვა

პედაგოგები, მოსწავლეები, საბავშვო ბაღებისა  და ბიბლიოთეკის თანამშრომლები, რომლებიც ბათუმში არიან რეგისტრირებულნი, თუმცა მუშაობენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში,   მგზავრობისას შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ. გადაწყვეტილება დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. იგივე შეღავათის გათვალისწინება საბავშვო ბაღების პედაგოგებზე,კობა ჩხეიძის ინიციატივით მოხდა. საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა  დადგენილებაში საკითხის შეტანა მოითხოვა. საბოლოოდ საკითხს მხარი დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს. აქამდე მოქმედი რეგულაციით კი მგზავრობის დროს განსხვავებული ტარიფით მხოლოდ ის პედაგოგები და მოსწავლეები  სარგებლობდნენ, რომლებიც  მხოლოდ ბათუმში სწავლობენ ან მუშაობენ. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის განცხადებით, დადგენილებაში ცვლილების შეტანის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც უწყებას 30-მდე პედაგოგმა  განცხადებით მიმართა. 

ამავე კატეგორიაში