ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი - ახალი ტურისტული მარშრუტი აჭარაში

30 ოქტომბერი 2017, 00:00 5165 ნახვა

2018 წლიდან ტურისტებს საშუალება ექნებათ ახალი მარშრუტით, ჩირუხი-ხიხანი-გოდერძით ისარგებლონ.

ჩირუხის მთიდან ხიხანის გავლით გოდერძის უღელტეხილამდე, საველოსიპედო, ჯიპ და საფეხმავლო მარშრუტების მარკირება განხორციელდება. შერჩეულია ძირითადი ტურისტული ბილიკები. დაწყებულია მუშაობა მარშრუტების პირველადი რუკების მომზადებაზეც.

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მარშრუტის სრულ მარკირებას, მანიშნებლების, საინფორმაციო დაფების დამზადება-დამონტაჟებასა და საოჯახო-სასტუმრო სახლების შერჩევას, 2018 წლისთვის გეგმავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი