ბესიკ ბუგიანიშვილი, ე.წ. ციანიდს საქმის მოსამართლე, პროკურატურაში გამოკითხეს. მოსამართლემ განაცხადა, რომ დახურული სხდომის ოქმი არავისთვის გადაუცია. როგროც ამბობს, აღნიშნულ ოქმზე წვდომა მხოლოდ მას, მდივანს, დაცვისა და ბრალდების მხარეს ჰქონდა. საქმე ეხება გამოძიებას, რომელიც დახურული სხდომის ჩანაწერების მედიაში გავრცელებას ეხება. აღნიშნულ საქმეზე როგორც იცით, მაგისტრი მოსამართლის წინაშე უკვე დაიკითხნენ მსჯავრდებულის ადვოკატები.