ივანიშვილის საკუთრება

25 ოქტომბერი 2017, 00:00 4293 ნახვა

კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი გაიყიდა მწვანე კონცხზე. ამჯერად ტერიტორია, კერძო პირისგან, “ურეკი რეზიდენსმა” იყიდა, რომლის ასპროცენტიანი წილის მფლობელი ამჟამად ბერა ივანიშვილი, ერთი წლის წინ კი ბიძინა ივანიშვილი იყო.

ყოფილ პრემიერთან აკავშირებენ “ბიზნეს დეველოპმენტსაც,” კომპანიას, რომელსაც რეგიონის მთავრობა მწვანე კონცხზე მიწას მიყიდის, პლაჟს კი იჯარით გადასცემს. ზურაბ პატარაძე ირწმუნება, რომ იქ განხორციელებული ინვესტიციით ყველა მოქალაქე ისარგებლებს. გაყიდულია კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი, ამჯერად მყიდველი “ელიტ კონსტრაქშენ გრუპია.” კომპანია პლაჟთან ახლოს სასტუმროს ააშენებს. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი