ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. პარიზში, ბიზნეს საინიციატივო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ "საერთაშორსო ხარისხის" კონფერენციაზე “სწორად წარმართული სტრატეგიისა და ეფექტური მენეჯმენტისთვის” სახელობის ჯილდო "ოქროს ვარსკვლავი" ბათუმის საჭადრაკო კლუბ "ნონა"-ს გადაეცა.
ქართულმა კლუბმა 11 ქულა დააგროვა და პირველობა აზერბაიჯანულ "ოლდარ ურდუსთან" გაინაწილა. კლუბის შემადგენლობაში 7 მოჭადრაკე ასპარეზობდა. ქართველი მოჭადრაკეებიდან საუკეთესო შედეგები ჩემპიონებმა ნანა ძაგნიძემ და ნინო ბაციაშვილმა ოქროს, ხოლო ბელა ხოტენაშვილმა ბრინჯაოს მედლებით აჩვენეს. სულ ჩემპიონატში ქალთა 12 და ვაჟთა 36 გუნდი ასპარეზობდა. აღსანიშნავია, რომ "ნონა" ორჯერ უკვე იყო ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული - 2014 და 2015 წლებში, ხოლო 2016-ში ვერცხლის მედალი მოიპოვა.