ანბანის კოშკი დღეს გაიხსნება

21 ივნისი 2016, 00:00 5898 ნახვა

დღეს ანბანის კოშკი გაიხსნება. შენობა შემინული პანორამული კონსტრუქციისაა, ბოლო სართულზე მდებარეობს საინფორმაციო, ტურისტული ზონა ბათუმის ხედებით.  სივრცე აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. ტურისტებისთვის შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სიუვენირებისა თუ თემატური ნივთების შეძენა. საინფორმაციო სივრცის ქვედა დონეზე განლაგებულია მბრუნავი რესტორანი, კოშკში მდებარეობს საკონფერენციო დარბაზიც. ანბანის კოშკის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო. პროექტი ესპანელ არქიტექტორ ალბერტო დომინგო კაბოს ეკუთვნის. კოშკზე ქართული ანბანის 33 ასო-ბგერა დნმ-ის უჯრედის პრინციპითაა განლაგებული.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში