მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა

17 ოქტომბერი 2017, 00:00 1303 ნახვა

დაფნე კარუანა გალიცია - ,,პანამის დოკუმენტების" ცნობილი ჟურნალისტი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. ბლოგერი მალტაში კორუფციულ გარიგებებს იძიებდა. ინციდენტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დაგმო, რომელსაც გალიცია მწვავედ აკრიტიკებდა. ფაქტზე პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ადგილობრივი კოლეგების შეფასებით დაფნე კარუანა გალიცია პოლიტიკურად გახლეჩილ მალტაში თანაბრად უყვარდათ და აშფოთებდათ. ის ხმელთაშუაზღვისპირა კუნძულის ისტორიაში ყველაზე გავლენიანი მწერალი-ჟურნალისტის სახელით შევა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი