სამეგრელოსა და გურიის შემდეგ აჭარა – ემუქრება თუ არა დაზიანების საფრთხე ციტრუსს? ნარინჯისფერი რთველი ახლოვდება, მანდარინისა და ფორთხოლის მოსავლის აღებამდე დაახლოებით ერთი თვე რჩება.
აზიური ფაროსანა დაბალი ტემპერატურის შესაბამისად მიძინების ეტაპზეა, თუმცა გამოდარებისთანავე კვლავ ვარაუდობენ, რომ მავნებელი მწერი ბაღებში გადაინაცვლებს. პრევენციული ზომების გატარებას იწყებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. დარიგდება შესაწამლი საშუალებები. ერთ-ერთი მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორი – წამლის გამოყენების ვადებია