შუახევში მეწყერმა საფრთხე ოთხ საცხოვრებელ სახლს შეუქმნა

16 ოქტომბერი 2017, 00:00 4686 ნახვა

შუახევში მეწყერმა საფრთხე ოთხ საცხოვრებელ სახლს შეუქმნა, აქედან ერთი ოჯახის გასახლება გახდა საჭირო.   სოფელ ჭვანაში მეწყერი გვიან ღამით გააქტიურდა, საცხოვრებელ სახლთან ახლოს ჩამოშლილი მიწის მასა ​ოჯახისთვის სახიფათო იყო.  გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის, მეწყერის შედეგად უსაფრთხო ადგილზე მჟავანძეების ოჯახია გადაყვანილი.

მიწის მასა ჩამოწვა ცენტრალურ და შიდა სასოფლო გზებზეც. ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით ამ ეტაპზე, შეფერხება სოფელ ბარათაულში, ხაბელაშვილებსა და კობალთაში, სადაც ტექნიკა უკვე მუშაობს. 

მარინე ტარიელაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი