საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, არც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონზე გაიზიარა. გიორგი მარგველაშვილი ითხოვდა, რომ კონსტიტუციური კანონი ძალაში ძირითადი კონსტიტუციის შეცვლიან 5 დღის შემდეგ ამოქმედებულიყო.
უმაღლეს საბჭოს ახლა უკვე 6 თვეში მოუწევს აჭარის კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციურ კანონთან. მიღებულ ცვლილებებს კი პარლამენტს გადაუგზავნის. ახალ რედაქციაში 30-ის ნაცვლად 5 მუხლი დარჩა. გათვალისწინებულია ინსტიტუციური მოწყობის საკითხები. დასაშვები ხდება აჭარაში სამინისტროთა ოდენობის შემცირება ან გაზრდა.