"თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე პარტნიორია საქართველოსთვის ნატოსთან ინტეგრაციის პროცესში" - ამის შესახებ განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. დღეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატზე გამახვილდა ყურადღება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებს, მათ შორის სამხედრო განათლებისა და ერთობლივი წვრთნების კუთხით. მინისტრებმა თავდაცვის სფეროში ურთიერთობის პერსპექტივებიც მიმოიხილეს.