ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დასკვნას დღეს დაამტკიცებს

06 ოქტომბერი 2017, 00:00 2936 ნახვა

 საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს. სხდომას  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრება.  ირაკლი კობახიძე კომისიის წევრებს საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას გააცნობს. მოგვიანებით კი დოკუმენტის ირგვლივ გამართულ მსჯელობაში მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ უმასპინძლა.

ირაკლი კობახიძის კაბინეტის უფროსის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობა  მმართველი გუნდის მზადყოფნას ბონუსის ამოღებისა და ბლოკების ერთჯერადად დატოვების შესახებ იწონებს. მისივე თქმით,  მმართველმა გუნდმა პირობა შეასრულა და კომისიის რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი