ე.წ. ციანიდის საქმეზე ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებულია – დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა დღეს სააპელაციო სასამართლოს მიმართეს. ისინი მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. 5 სექტემბერს მოსამართლემ ბრალის მუხლი გადააკვალიფიცირა, დეკანოზი შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პარალელურად პროკურატურამ ახალი გამოძიება დაიწყო, ამჯერად საქმე ეხება დახურულ სხდომაზე გაკეთებული აუდიო-ჩანაწერების მედიაში გავრცელებას. დაკითხვაზე დღეს ადვოკატები დაიბარეს. დაჰკითხავენ სავარაუდოდ ჟურნალისტებსაც, ასევე პროკურორებს. მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ დაკითხვაზე მისვლა საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც მოუხდეთ.