‘საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო”-ს განცხადება

16 ივნისი 2016, 00:00 5397 ნახვა

აჭარაში 3 დღით ბუნებრივი აირის გათიშვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას  "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ეხმაურება. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტურისტულ სეზონზე გაზის შეწყვეტა განსაკუთრებით  მცირე ბიზნესს დააზარალებს, საუბარია წინასწარი ჯავშნების შესაძლო გაუქმებაზე.  მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ გეგმიური სამუშაოების გათვალისწინებით,  ტურისტული სეზონის პერიოდში რეგიონი მსგავსი რისკების ქვეშ არ უნდა აღმოჩნდეს.  კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, 24 ივნისიდან ბუნებრივი აირის შეზღუდვა ქობულეთის შემოვლითი ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის მეორე ეტაპს უკავშირდება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში