სარფში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

25 სექტემბერი 2017, 00:00 5801 ნახვა

ცოტა ხნის წინ დასრულდა პოლიციის გონიოს განყოფილებაში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტისა და ოპერატორის გამოკითხვა. ინცინდენტი დღეს დილით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში მოხდა. მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და საზღვრისკვეთის საშუალებას უსაფუძვლოდ არ აძლევენ.

ეს პირველი შემთხვევა არაა როდესაც თურქეთში სამუშაოდ მიმავალი საქართველოს მოქალაქეები მსგავს პრობლემაზე საუბრობენ, ისინი “მთავართან” აქამდეც ჰყვებოდნენ საზღვრისკვეთისას შეფერხების და შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებზე. ამ მხრივ მოქალაქეთა პრობლემები, დისკომფორტი და სტანდარტების შესაძლო დარღვევის ფაქტები საინფორმაციო სამსახურის ყურადღების ცენტრში მომავალშიც დარჩება.

საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ საზოგადოებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, “მთავარის” გადამღები ჯგუფი საზღვარზე დღეს დილით იმყოფებოდა. სწორედ ამ დროს თურქი მებაჟეები ანდრია ქაჩიბაიასთვის და ჯენი კვანტალიანისთვის ტექნიკის წართმევას შეეცადნენ, წაართვეს პირადობის მოწმობა და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მაუწყებელმა საკითხის შესასწავლად შინაგან საქმეთა სამინისტროს და საკონსულოს მიმართა. თურქეთის კონსული ვითარებას ადგილზე გაეცნო. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი