რამდენიმე მოწამლული თბილისში გადაიყვანეს

16 ივნისი 2016, 00:00 6530 ნახვა

ხელვაჩაურში, სოფელ სატეხიაში მოწამლული პაციენტების  ნაწილი, რომლებიც ბათუმის რეფერალურ სავადმყოფოსა და დედათა და ბავშვთა  ჯანმრთელობის ცენტრში მკურნალობდნენ, თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.  11 ბავშვი   იაშვილის სახელობის კლინიკაშია  მოთავსებული,  დარჩენი 7 პაციენტი კი  ბათუმის  საერთაშორისო ჰოსპიტალში რჩება. მედიკოსების  ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ  პირველადი ეპიდ-კვლევის შედეგად,  საკვებისმიერი ბაქტერიული და ვირუსული ინტოქსიკაცია გამოირიცხა. რა გახდა 24 ადამიანის მოწამვლის მიზეზი რამდენიმე დღეში,  ლაბორატორიული კვლევის შედეგების შემდეგ გახდება ცნობილი.  ფაქტთან დაკავშირებით,   გამოძიება სისხლის სამართლის  კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ჯანმრთლეობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში