ხვალიდან აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი იწყება. მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების საშუალება ნებისმიერ მსურველს სოფელ სახალვაშოს, ჩაისუბნის, ასევე ჭოროხის დელტასა და კოლხეთის ეროვნულ პარკში შეეძლებათ.
ერთკვირიანი ფესტივალი კონფერენციით გაიხსნება, რომელსაც უცხოელი ექსპერტები დაესწრებიან. ფრინველების მიგრაციაზე დაკვირვების საშუალება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია. რეგისტრაციისთვის კი ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს უნდა მიმართონ.