აჭარაში ტურისტული მარშრუტების მარკირება მიმდინარეობს. ნიშნულები ამჟამად, ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებამდე მისასვლელ ცენტრალურ გზებზე დამონტაჟდა. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ჯამში 50-ზე მეტი მანიშნებელი 10 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით განათავსა.
მათ შორის ისეთ მარშრუტებზე, სადაც საერთოდ არ არსებობდა რაიმე სახის მანიშნებლები. წლის ბოლომდე დაგეგმილია მუნიციპალიტეტების ცენტრებში არსებული აჭარის ტურისტული რუქების განახლებაც.