მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეზე ლვოვის მოსტისკის რაიონული სასამართლო დღეს, იმსჯელებს. დაცვის მხარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის გადაცემული ოქმი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ არასწორად იყო შედგენილი.
ოდესის ყოფილი გუბერნატორის საქმის განხილვა სასამართლომ 18 სექტემბერს დაიწყო.გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ საკონტროლო გამშვებ პუნქტ „შეგინის“ დარღვევასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს ქვეყნიდან არ გააძევებენ.