პრეზიდენტი მესამე სექტორს შეხვდა

20 სექტემბერი 2017, 00:00 1285 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილი დოკუმენტი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წარმომადგენლებს გააცნო. გიორგი მარგველაშვილს იმედი აქვს, რომ შეთავაზებას მმართველი პოლიტიკური გუნდი გაითვალისწინებს.

საპარლამენტო უმრავლესობა კი როგორც დოკუმენტის შემუშავებამდე, შემუშავების შემდეგაც პრეზიდენტსა და ოპოზიციურ პარტიებს აკრიტიკებს, დოკუმენტს კი არალეგიტიმურს უწოდებს. საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიული ვერსიაში, ერთ-ერთი მთავარი პუნქტი პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნებას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლას ეთმობა.  

ამავე კატეგორიაში