საქართველოს მხარდაჭერა გაერო-ს ტრიბუნიდან

20 სექტემბერი 2017, 00:00 2166 ნახვა

,,აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" კონფლიქტების მოგვარება რეგიონული სტაბილურობის საფუძველია”-ამის შესახებ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გაერო-ს ტრიბუნიდან განაცხადა და მან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. "საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა გადამწყვეტია სამხრეთ კავკასიაში რეგიონული სტაბილურობისათვის.

ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მუშაობა მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების დარეგულირების საკითხზე- თურქეთის პრეზიდენტი. ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ კი განაცხადა, რომ ,,რუსეთმა საქართველოზე თავდასხმით, ყირიმის უკანონო ანექსიითა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში პირდაპირი მონაწილეობით, გაერო-ს წესდება დაარღვია. მან  გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება პასიური დამკვირვებლის რანგში აღარ უნდა იყოს.  საქართველოს გაერო-ს ტრიბუნიდან მხარდაჭერა გამოუცხადეს მსოფლიოს სხვა ლიდერებმაც.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი