მუშების პროტესტი გრძელდება

20 სექტემბერი 2017, 00:00 3117 ნახვა

ბათუმში მშენებლობიდან გათავისუფლებული მუშები საპროტესტო აქციას აგრძელებენ. მათი თქმით, გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ კომპანია დასაქმებულებს სამსახურიდან არ ათავისუფლებს და  პირიქით თანამშრომელთა რიცხვს ზრდის, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგანაც მათ სამშენებლო მოედანზე არ უშვებენ.

ამ წუთებში  დასაქმებულთა ნაწილი, აჭარის გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელთან ერთად კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას მართავს. მუშების საპროტესტო აქცია  გუშინ დაიწყო. მათი ინფორმაციით დამსაქმებელმა 200 ადამიანი სამსახურიდან უმიზეზოდ დაითხოვა, რაც მშენებელ კომპანიაში არ დაადასტურეს. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი